ხვალ, თელავში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება
7 ნოემბერს, თელავში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საგანმანათლებლო ღონისძიებები, მოეწყობა ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები.
სახალხო დღესასწაულზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, სტუმრებისთვის მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე, კულინარიის კუთხეები და საგამოფენო პავილიონები.
ღონისძიებაზე დაგეგმილია საპატიო თელაველების დაჯილდოების ცერემონიაც.
დღის განმავლობაში გაიმართება ქართული ხალხური გუნდების კონცერტები და ჩატარდება საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა.
საღამოს დაასრულებს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზუკა ხუციშვილი და ბენდი და სხვები.
ღონისძიებების განრიგი დეტალურად: