საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 ათასს გადააჭარბა
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7.4%-ით გაიზარდა და 682 738 ადამიანი შეადგინა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, აქედან 454 165 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 228 783 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში შემწეობას 635 769 ადამიანი იღებდა, აქედან 200 191 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული. ცნობისათვის, საქართველოში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს.
რაც შეეხება რეგიონებს, თუ სად უფრო მეტი ღარიბი ცხოვრობს, ასე გამოიყურება:
თბილისი – 146 639
ქვემო ქართლი – 102 392
იმერეთი – 82 837
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 80 131
აჭარა – 69 736
კახეთი – 66 211
შიდა ქართლი – 56 024
გურია – 26 971
სამცხე-ჯავახეთი – 20 167
მცხეთა-მთიანეთი – 18 337
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13 290