ახალი ამბები

საია მოქალაქეებს – თქვენი კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა, რაც დაცვას საჭიროებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თვლის, რომ მისი ხმის ფარულობა დაირღვა, გამოცდილების გაზიარების თხოვნით მიმართავს.

საიამ ამ მიზნით სპეციალური ფორმა გამოაქვეყნა, რომელიც მოქალაქეებმა უნდა შეავსონ და ხმის ფარულობის დარღვევის საკუთარი შემთხვევა აღწერონ.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც დაცულია ხმის მიცემის ფარულობის პრინციპით. 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის უფლება მასობრივად დაირღვა. ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი რჩებოდა. ამასთანვე, თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო “ქართული ოცნების” კამერები, რომელიც მიმართული იყო ხმის მთვლელი/მიმღები აპარატისკენ. თქვენი კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა, რაც დაცვას საჭიროებს. ტექნოლოგიით ჩატარებულ უბნებზე ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც მათი არჩევანი აღარ იყო ფარული. სწორედ ამ მიზნით, საიამ მოითხოვა ყველა იმ უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობა, სადაც ხმის ფარულობის უფლება დაირღვა“, – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.