ბორელი ევროკავშირთან დაახლოების გზებზე – არჩევნების გამოძიება, დისკრიმინაციული კანონების გაუქმება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, საჭიროა საპარლამენტო არჩევნების დარღვევების “გამჭვირვალედ” გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. “ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ამის შესახებ მან ევროკავშირის კომისრის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მათ ყოველწლიური გაფართოების ანგარიში წარადგინეს.
“საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამორჩეოდა სერიოზული დარღვევებით, ამას სჭირდება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, არც ამის საწინააღმდეგო უთქვამთ. ასე, რომ ჩვენ ვართ იმ ზონაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას, რათა გაირკვეს რა მოხდა და როგორ შეეძლო ამ ყველაფერს არჩევნების შედეგებზე ემოქმედა”.