უნებართვოდ აშენებულ კერძო სახლებს მეპატრონეებს დაუკანონებენ
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, დამტკიცდა ის გეოგრაფიული არეალები, სადაც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული საცხოვრებელი სახლების დაკანონებისთვის დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრა.
კერძოდ, დადგენილების მიხედვით, აღნიშნულ სიაში მოხვდა შემდეგი სოფლები:
დართლო, დიკლო, დოჭუ, ეთელთა, ფარსმა, გირევი, ინდურთა, ჯვარბოსელი, ომალო, ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, შენაქო, ველისციხე, იყალთო.