არჩევნებიახალი ამბები

თინა ხიდაშელი – გარეთ ხმაური და ქაოსი იყო მუდმივად, ყურადღების გადასატანად

,,სამოქალაქო იდეას” თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი არჩევნების დღეს აფასებს. იგი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ორგანიზაცია, კახეთის რეგიონში, აზერბაიჯანულ სოფლებში აკვირდებოდა საარჩევნო პროცესებს.

,,რა მოხდა 26-ში? 20-30 ადამიანი იყო უბნების ეზოებში მთელი დღე, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველა მომსვლელს და წამსვლელს; უმრავლესობა მოდიოდა პასპორტით; უბანში შესვლამდე, პატარა ფურცლებზე ამობეჭდილ ნომრებს უდებდნენ პასპორტში. სავარაუდოდ, სწორედ იმ პირადობების, რომელიც შეაგროვეს მანამდე; ეზოში შეკრებილი კაცები ხშირად და უკონტროლოდ გადაადგილდებოდნენ უბანზე, გარეთ ხმაური და ქაოსი იყო მუდმივად, ყურადღების გადასატანად;
დამკვირვებელი, როგორი სალი კლდეც არ უნდა ყოფილიყო, ერთდროულად შესასვლელში პირადობას, მარკირებას, რეგისტრატორს ვერ გააკონტროლებდა, უბრალოდ გამორიცხულია; სარეგისტრაციო მაგიდის კონტროლი პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, მუდმივი ქაოსის და ათეულობით სხვა ადამიანების იქ ყოფნის პირობებში. ვერც 3 რეგისტრატორით შენს ქვითარზე ამობეჭდილი ფოტოს ყველა ამომრჩეველთან იდენთიფიცირებას შეძლებ, როგორი მაგარი და გაწრთვნილი დამკვირვებელიც არ უნდა იყო. არავინ ეხმარება დამკვირვებელს, ყველა მტრულადაა განწყობილი.

ათასობით პირადი ნომერი ჰქონდათ აკრეფილი მოწმობებით. ამ პასპორტში ჩადებული პატარა ქაღალდებით, ეზოებში შეკრებილი ადამიანები ქაოსის დროს 3-4 ჯერ შედიოდნენ უბანზე და აძლევდნენ ხმას. შეცდომაა იმის დაჯერება, რომ ადგილობრივი რამეს გიშველის. როცა ქვეყანაში დაშინება და შანტაჟი ხდება, ის იქ რჩება სისტემასთან და ადგილობრივ ტროლებლებთან მარტო და შესაბამისად, რისკი დიდია. იქ რომელი პარტიიდან ხარ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გარედან უნდა ჩაიყვანო ადამიანი. რისკი ისაა, რომ ბევრი ხმა იკარგება ასე. მაგრამ სხვაგვარად ხმებს ვერ დაიცავ. ვერც ორმაგ და სამმაგ ხმის მიცემას შეაჩერებ, მეზობელს და ნაცნობს ვერ უპირისპირდება. მერე ფოტოებსაც დავდებ, ვიდეოებსაც. ამასობაში, ჩვენ სრულიად არასაჭირო ცოდნას ვიძენთ, გამოცდილებას ვაგროვებთ, რომელიც არაფერში გვჭირდება, ნაცვლად იმისა კარგი საქმის კეთებაში დავსპეციალიზდეთ”.