ახალი ამბები

“არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს”-დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

“არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს” – დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პროევროპული ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად, გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაიგეგმა.

აქციის შესახებ ინფორმაცია თავად სალომე ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა და ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და შედეგებს არ აღიარებს.

“შევიკრიბოთ ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას რომ მშვიდობიანად დავიცვათ თითოეული ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.