ახალი ამბები

შარლ მიშელი-ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს დაადგენს

ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს დაადგენს- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს.

მისი თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ.
მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას.
ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას, გამოავლინოს თავისი მტკიცე ერთგულება ქვეყნის მიერ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლის მიმართ, რაც ასევე შეესაბამება ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნებს. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს დაადგენს.“