რა აქტივობები ხორციელდება და რა იკრძალება არჩევნებამდე 1 დღით ადრე
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
25 ოქტომბრის ღონისძიებათა გრაფიკი:
- 20:00 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს (63-ე მუხლის მე-9 პუნქტი)
- 20:00 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ, ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიებს (31-ე მუხლის მე-11 პუნქტი)
- 20:00 საათამდე საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები (სია ფოტოსურათებით). (ცესკოს დადგენილება №7/2023)
- 20:00 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს (მე-2002 მუხლის მე-3 პუნქტი)
- აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის დანიშვნა/გამოწვევა/შეცვლა (42-ე მუხლის მე-6 პუნქტი)
- პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ხმის უფლების მქონე ბრალდებულები/მსჯავრდებულები არიან მოთავსებულნი, ხორციელდება ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირება კენჭისყრის პროცედურების (ბუკლეტებისა და ფლაიერების საშუალებით), საარჩევნო სუბიექტებისა და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების (საარჩევნო სუბიექტების ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების/საარჩევნო პლაკატებისა და საარჩევნო პროგრამების საშუალებით) შესახებ. (ბოლო ვადა) (ცესკოს განკარგულება №75/2012)