რა ხდება რეგისტრატორის მაგიდასთან – არჩევნები
საარჩევნო უბანზე მისვლისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი რეგისტრატორის მაგიდასთან გავლაა.
ეს პროცესი უზრუნველყოფს შენი, როგორც ამომრჩევლის, იდენტიფიცირებას და ხმის მიცემისთვის მომზადებას.
აი, რა ხდება რეგისტრატორთან:
– რეგისტრატორი ამოწმებს შენს პირადობის მოწმობას ან პასპორტს ვერიფიკაციის აპარატში.
-ბეჭდავს ქვითარს, რომელსაც აწერ ხელს. ეს ხელმოწერილი ქვითარი თავსდება დახურულ, გაუმჭვირვალე ყუთში.
– გიკეთებს მარკირებას, გაძლევს ბიულეტენს, რომლის ზედა ნაწილი საცდელად გამოიყენება და გიხსნის, როგორ უნდა გააფერადო სწორად
– გაფერადების შემდეგ გაძლევს იმავე ბიულეტენს და ბიულეტენის ჩასადებს.
– შენ მიდიხარ კენჭისყრის კაბინისკენ, რეგისტრატორის მაგიდასთან ადგილს კი შემდეგი ამომრჩეველი იკავებს.