თელაველმა ახალგაზრდამ სადებიუტო წიგნის ,,მთვარეული” პრეზენტაცია გამართა
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, მანანა მამაგულაშვილმა (SIZMARA), სადებიუტო წიგნის ,,მთვარეული” პრეზენტაცია გამართა.
ახალგაზრდას თქმით, წიგნია ჟანრია ფენტეზი, ისტორიული და სათავგადასავლო. მისი თქმით, წიგნის პრეზენტაცია კახეთის რეგიონიდან დაიწყო და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაგრძელდება.
,,წიგნში აღწერილია ის გარემოება, რომ როდესაც მთელ ცხოვრებას თავშესაფრის მიწისქვეშა საპყრობილეში ატარებ და შენი ერთადერთი მიზანი გაქცევაა, აღარ ფიქრობ, რომ შესაძლოა გარეთ რაიმე უარესი დაგხვდეს. საუბარია იმ სამყაროზე სადაც მეგობრისთვის თავს არავინ სწირავს, ნადავლს არავინ იყოფს, ერთმანეთის საქმეში არავინ ერევა და კითხვებს არავინ სვამს, სადაც ნდობას არ ითხოვენ და ღალატი არ სწყინთ, სამყაროში, სადაც გვირგვინის მორჩილება ერთგულებას არ ნიშნავს და სადაც განსხვავებულებს ყოველთვის თავის გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამ სამყაროს წესებს არ ემორჩილება და ყველაფერს თავდაყირა აყენებს. სწორედ ასეთი ადამიანის თავგადასავალს მოგვითხრობს წიგნი „მთვარეული“”,-აცხადებს მანანა მამაგულაშვილი.
მისივე თქმით, გამომცემლობასთან და მაღაზიებთან ჯერჯერობით არ თანამშრომლობს და წიგნი იყიდება ონლაინ, ,,მთვარეულის” ფეისბუქ გვერდის საშუალებით.