საჩუქრები და 40%-მდე ფასდაკლება ყველა კატეგორიის შერჩეულ მოდელებზე – midea
გათბობა-გაგრილების და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლის და მსოფლიო ლიდერი ბრენდის – მიდეას ოფიციალური მაღაზია უკვე თელავშია.
ბრენდის ექსკლუზიურმა დისტრიბუტორმა საქართველოში – კომპანია ემტექნიკსმა გურჯაანის შემდეგ, უკვე რიგით მეორე მაღაზია გახსნა კახეთის რეგიონში. თბილისის და კახეთის გარდა, მიდეას ბრენდული მაღაზია ასევე წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოში – კერძოდ ქუთაისში.
18 ოქტომბრიდან, თელავის მოსახლეობას ადგილზე გათბობა-გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, 18-იდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს – სხვადასხვა კატეგორიის შერჩეულ მოდელებზე გავრცელდება 40%მდე ფასდაკლდბა და ასევე, სასაჩუქრე აქციები, რომლის ფარგლებშიც მიდეას მსხვილი ტექნიკის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სამზარეულოს წვრილ ტექნიკას. ადგილზე მოსულ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საბანკო განვადებით.
“თელავში მიდეას ბრენდ შოპის გახსნა, ჩვენთვის არის სტარტეგიული ნაბიჯი, რაც ემსახურება მიდეას პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით. გვჯერა, რომ თელავს აქვს დიდი პოტენციალი და ამ ქალაქში ჩვენი მაღაზიის არსებობა გვაძლევს საშუალებას უკეთ გავეცნოთ ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებს აღნიშნულ რეგიონში და შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტები/სერვისები”– განაცხადა, მიდეა საქართველოს კომერციულმა დირექტორმა – ლელა ყიფიანმა.
მიდეას ბრენდის და ემტექნიკსის ისტორია:
– შპს ემტექნიკსი ბრენდ მიდეას გათბობა-გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში 2007 წლიდან. 2013 წლიდან ბაზარზე ოპერირებს შპს ემტექნიკსის სახელით და დღეს დღეობით არის ერთ-ერთი ლიდერი დისტრიბუტორი კომპანია საქართველოს მასშტაბით. კომპანიას გააჩნია ავტორიზებული სერვის ცენტრი და ემსახურება მომხმარებელს ორიგინალი ნაწილებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
რაც შეეხება თავად ბრენდ მიდეას გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. მიდეას ბრენდი დაარსდა 1968 და 56 წლიანი განვითარების საფუძველზე, გადაიქცა საერთაშორისო ტექნოლოგიების წამყვან კომპანიად, დღემდე აგრძელებს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიაში.
(R)