სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ,,ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ერთ- ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა, სადაც ორ ქალს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.