15 ოქტომბრამდე გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
მათივე ცნობით, კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (აომალო): 12 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.