,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს, განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს
,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს საქართველოს ათ ქალაქში ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. ცენტრები გაიხსნება დილის 7 საათიდან და დაიხურება შესაბამის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მედიაორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და საარჩევნო სუბიექტებს ცენტრების გამოყენება შეეძლებათ როგორც დროებით სამუშაო სივრცედ, ისე პირდაპირი ჩართვებისა და ბრიფინგებისთვის.
,,წინასაარჩევნო პერიოდში ქსელის ცენტრების ნეიტრალური სივრცეები უსასყიდლოდ უმასპინძლებენ პოლიტიკური პარტიების იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაა, მათ შორის საარჩევნო პროგრამების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების, ხმის მიცემის პროცედურების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სამოქალაქო სექტორისა და ამომრჩეველთა ინფორმირება. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ აერთიანებს ათ ცენტრს ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯოსა და ქუთაისში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: თამარ თუმანიშვილი ttumanishvili@ncce.ge +995598599571”,- აცხადებენ ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“-წარმომადგენლები.
მედიაცენტრების ფუნქციონირება შესაძლებელია USAID/Georgiaდა USAID Civil Society Engagement Program პროგრამული და ფინანსური მხარდაჭერით.