საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია საქართველოს 4 562 18 მოქალაქეს აქვს
საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს აქვს. ამის შესახებ პარლამენტის წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ რაოდენობის მოქალაქეებიდან რამდენი არის ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები.
„სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია აქვს 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის სრულწლოვანი – 3 604 188, არასრულწლოვანი – 957 993). ამავდროულად, გაცნობებთ, რომ სააგენტო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ამ პირთაგან რამდენი პირი არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები“, – წერია დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.