მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება იწყება
დღეიდან მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება იწყება.
განცხადებების მიღება 12:00 საათიდან დაიწყება.
თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.

ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის თანადაფინანსება შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.
განაცხადით წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.
მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის სრულად შესრულებას დაადასტურებს.
სასტუმროს მიზნობრიობის შემთხვევაში თანადაფინანსების გაცემის წინაპირობაა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.