ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედაა დაშავებული კიდევ ერთი პირი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. მძიმედაა დაშავებული, კიდევ ერთი მგზავრი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მომხდარ ფაქტს სწავლობს.