,,ცოდნის კაფე” -გადავწყვიტეთ მოსწავლეებისთვის ნივთები შეგვეძინა, სკოლებში გვითხრეს რომ, მათთან გაჭირვებულები არ სწავლობენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის ,,ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მეგობრების დახმარებით გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საკანცელარიო ნივთების შეძენა, თუმცა სკოლებში უთხრეს, რომ მათ გაჭირვებული მოსწავლეები არ ყავთ.
ნანას თქმით, სკოლები პოლიტიზირებულია და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი.
“ისე მწარედ მახსოვს, სკოლაში რომ მივედი, რვეულები გამოზომილად გქონდა, ბევრი ხატვა-ჯღაბნა არ შემეძლო, რადგან ჩემი ოჯახისთვის ყველაფერი ძვირი და ხელმიუწვდომელი იყო. წელს ცოდნის კაფე/Knowledge Cafeს მეგობრებმა გადაწყვიტეს პირველ-მეორე კლასელებისთვის მთელი წლის საკანცელარიო მასალები შეეძინათ. დავრეკეთ რამდენიმე სკოლის მასწავლებლებთან რომ სოციალურად შეჭირვებული მოსწავლეების სია მოეცათ საჩუქრების გადასაცემად და რამდენიმე სოფლის სკოლამ გვითხრა, რომ მათ მათთან გაჭირვებული მოსწავლეები არ სწავლობენ. წარმოგიდგენიათ?
დირექტორებმა/მასწავლებლებმა გაჭირვებული ბავშვების ინტერესებზე მაღალა დააყენეს პარტიის ინტერესი. უცნაურად ტრაგიკულად ჟღერს, მაგრამ ასეა. სკოლა არის პოლიტიზებული. იმდენად, რომ ბოროტებად ექცათ მოსწავლეებს მასწავლებლების დაშინება. დღეს, ამ სკოლებიდან, სადაც თურმე გაჭირვებული ბავშვები არა ჰყავთ, მოვიდნენ ბავშვები უკიდურესი სიდუხჭირით გაჟღენთილი თვალებით და წაიღეს საკანცელარიოებით გაძეძგილი დიდი ჩანთები. 26 ოქტომბრის მერე სკოლებში ასეთი ბოროტება რომ აღარ ტრიალებდეს მეც ვიზრუნებ”,– წერს ნანა ბაგალიშვილი სოციალურ ქსელში./