არჩევნებიახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ხმას ვაძლევ პირველად – რა უნდა ვიცოდე

ხმას ვაძლევ პირველად – რა უნდა ვიცოდე?

  • ხმის მიცემა მაშინაც შეგიძლიათ, თუ 18 წლის ხდებით არჩევნების დღისით.
  • ხმის მისაცემად აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
  • ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი შეგიძლიათ გადაამოწმოთ საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე.
  • თუ თქვენს თავს სიაში ვერ იპოვით, უნდა მიმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო ოლქს ან უბანს.
  • წელს არჩევნები ელექტრონულად ტარდება. ამჯერად, სუბიექტის წინ დასმული წრის გაფერადება მოგიწევთ სპეციალური კალმით, რომელიც უბანზე დაგხვდებათ.
  • საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.
  • საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე იხსნება და საღამოს 20:00 საათზე იხურება.