ახალი ამბები

განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა.

განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. მისი თქმით, ის კერძო სექტორში ბრუნდება.