გურჯაანში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის “გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი ” დახურვის ცერემონია გაიმართება
3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ქალაქ გურჯაანში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის “გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი ” დახურვის ცერემონია გაიმართება.
სიმპოზიუმში მონაწილეობას ქართველ მოქანდაკეებთან ერთად, უცხოელებიც იღებენ, რომლებიც სპეციალური კომისიის მიერ შეირჩნენ.
პროექტში მონაწილეობენ: ვალერი ჯიქია (საქართველო), ჯუმბერ ჯიქია (საქართველო), ლაშა ხიდაშელი (საქართველო), იროდიონ გველესიანი (საქართველო), Jose Miguel Isla Sanz ( ესპანეთი), Vasyl Tatarskyy (უკრაინა), Jiang Chu Passport (ჩინეთი), CHRISTOS LANITIS (ბულგარეთი).
კომპოზიციების შექმნამდე, სიმპოზიუმში მონაწილე მოქანდაკეები, სხვადასხვა აქტივობით, გაეცნენ მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნაობებს და ისტორიას, რაც მათ თემატიკის გააზრებასა და შესრულებაში დაეხმარათ.
შექმნილი კომპოზიციები, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში დაიკავებს ადგილს და დამთვალიერებელს მათი ნახვა ნებისმიერ დროს შეეძლება.