ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო -ცრუ ბრალდებების გამო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები გადადო

აშშ-ს საელჩო ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ თავი კვლავ იჩინა“.

„მეორე ფრონტთან” დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია“, – წერს საელჩო „ფეისბუქზე“ და საპასუხოდ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მათ შორის გამოსახულია „ღირსეული პარტნიორის“ ფოტო.

გამოქვეყნებულ ფოტოებზე არის შემდეგი წარწერა:

„ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“