თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა
ტიკტოკზე პოპულარული თელაველი მარი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა, ქალაქის ერთ- ერთ გამზირზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტოზე მარი, დინა ნაწიფაშვილთან ერთად, რომელიც მას ეხმარებოდა.