დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 2 წლამდე ასაკის გოგონა, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განმარტებით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.
ექიმების თქმით, სტაციონარში შეყვანისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო, ამდენად მედიკოსებს რეანიმაციული ღონისძიებების გატარება აღარ უცდიათ.
ბავშვის გარდაცვალების იგივე მიზეზს ასახელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც. მათი თქმით, პატარას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსია გახდა.