ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მცირდება

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 51.7%-ით შემცირდა.

თუ 2023 წლის 6 თვეში ევროპის 27 ქვეყანაში თავშესაფარი 12 240-მა ქართველმა მოითხოვა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5 915-მდე შემცირდა.

ამასთან, წელს, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვდნენ. 6-თვიან პეროდშიც სწორედ ეს ქვეყნები ლიდერობდნენ.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1 635-მა მოქალაქემ ითხოვა (2023 წლის 6 თვეში – 3 310); იტალიაში – 1 500-მა (2023 წელს – 1 705) და გერმანიაში 1 395-მა (2023 წელს 5 155).

რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებს, მაგ პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 900-მა მოქალაქემ მოითხოვა.

აქედან:

საფრანგეთი – 280
იტალია – 220
გერმანია – 195
ბელგია – 70
ირლანდია 45
ესპანეთი – 35
საბერძნეთი – 20
ავსტრია – 20
შვეიცარია – 20
ნიდერლანდები – 5
შვედეთი – 5