ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასური

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში არც ელექტროენერგიის და არც ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არაა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში არსებული ტარიფი შენარჩუნდება.

„კომისიამ გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი დაადგინა, 3 თეთრით შეამცირა. უახლოეს პერიოდში შემცირებული ტარიფის შენარჩუნება მოხდება. ამდენად, ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არ არის. ჩვენ ბუნებრივი გაზის სექტორშიც გრძელვადიანი ტარიფი დავადგინეთ, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ბუნებრივი გაზის ნაწილშიც ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არაა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.