დედოფლისწყაროში მოქმედი კომპანია „სადილი“ ოქტომბრიდან საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოქმედი ქართული ტრადიციული კერძების კონსერვების კომპანია “სადილი”, ოქტომბერში საექსორტო არეალის გაფართოებას განიხილავს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე პროდუქცია ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკასთან, ჩინეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და გალფის ქვეყნებთან. ამ დროისთვის კომპანიის პროდუქციის ძირითადი ნაწილი ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
ცნობისთვის, „სადილი“ ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა. საწარმო დედოფლისწყაროში სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, სადაც ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები. საწარმოო FSSC 22000 – საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ფლობს. ამ ეტაპზე კომპანია 20-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.