ახალი ამბები

სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა

სიღნაღში მომხდარ უბედურ შემთხვევას, 52 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ერთ- ერთ აგარაკზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის სტუმარს მოხვდა.

კაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.