თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.
გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ, უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე მიიღო.
,,თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამარჯვებების თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს და ერთგულად ემსახურება ახალგაზრდობის განათლების საპასუხისმგებლო საქმეს. ვულოცავთ წარმატებას უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებიც საკუთარი საქმის სიყვარულით, თავდაუზოგავად შრომობენ”.