ახალი ამბები

Politico – ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს

ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა Politico- წერს.

როგორც გამოცემა ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით წერს, “ყველა ვარიანტი განიხილება” თუ მმართველი “ქართული ოცნების პარტია” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, “მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციალური დროებითი შეჩერება.”

“როგორც ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ნაწილი, საქართველოს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებოდა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფა…

შეფასება, რა თქმა უნდა, შენგენის სივრცის შიდა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი მოვლენების შემთხვევაში მოხდება, ისევე როგორც საქართველოში შემდგომი დემოკრატიული ვარდნის შემთხვევაში”, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა გამოცემასთან.