მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო
საქსტატის ინფორმაციით, 18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.
მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.
ჯამში, საქსტატის 120-მდე ინტერვიუერი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გამოკითხავს.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.