თელავის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტში, ახლად აშენებული N2 და სოფელ ვარდისუბნის ბაგა-ბაღები გაიხსნა.
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (ბიუჯეტი – 3 346 011 ლარი) აშენდა, ხოლო ვარდისუბნის ბაღის აშენება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 559 611 ლარით დააფინანსა.
ორივე ბაღის შენობა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს. ახალი საბავშვო ბაღები 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები ადაპტირებულია შშმ/სსმ მოსწავლეებზე. შენობები მოიცავს საძინებელ, სათამაშო, გამოსაცვლელ ოთახებს, სასადილოს, სათავსოებს, ჰოლის, ადმინისტრაციულ და სამრეცხაო ოთახებს, სამზარეულოს, ლიფტს, საევაკუაციო კიბეებს. ეზოებში მოწყობილია ფარდულები და სათამაშო მოედნები.