საქართველოში სოციალური მდგომარეობა გაუარესდა
ბოლო წლებია საქართველოში სოციალური მდგომარეობა უარესდება.
კვლევებით დასტურდება, რომ დასაქმებულთა დაახლოებით, 70%-ს, დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, წინა წლებში კი ეს რაოდენობა 70%-სა 80%-ს შორის მერყეობდა.
2022 წელს საცხოვრებელი ხელფასი 1 770 ლარი იყო, 2024 წელს კი – 1 856 ლარია, რაც არასაკმარისია არსებობისთვის. ცენტრის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს არის შინამეურნეობების მიერ აღებული სესხების ზრდის ტენდენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
ეს კი დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას უწყობს ხელს.