ახალი ამბები

საქართველოს კლინიკებში ე.წ. ტრავმის რეესტრი შეიქმნება

საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა.

როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს კლინიკებში ე.წ. ტრავმის რეესტრი შექმნა იგეგმება.

კერძოდ, სამოქმედო გეგმის თანახმად, საავადმყოფოებში ე.წ. ტრავმის რეესტრის სისტემის დანერგვა და ელექტრონული სისტემის შექმნა, 2025 წლის მე-4 კვარტლამდე უნდა მოხერხდეს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მთავრობს ამ სამუშაოებისთვის, 360 ათასი ლარი აქვს განსაზღვრული.