“ასკანელმა” გურჯაანში საბრენდე ღვინის ახალი ქარხანა გახსნა
“ასკანელმა” გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, საბრენდე ღვინის ახალი ქარხანა გახსნა.
“ასკანელის” ინფორმაციით, ახალ საწარმოში 16 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.
“მოხარულები ვართ გაცნობოთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ულამაზეს სოფელ ბაკურციხეში, ასკანელის საბრენდე ღვინის ქარხნის გახსნის შესახებ!
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას შეუძლია 16 000 ტონამდე ყურძნის მიღება და გადამუშავება, რაც დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი საუკეთესო ქართული ბრენდი მოვიტანოთ თქვენამდე!” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.