კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეფის ძეგლის განთავსებაზე 955 ათასი ლარი დაიხარჯება
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლის განთავსება იგეგმება. მისი დამზადება კი 955 000 ათასი ლარი დაჯდება, – ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან, რომელიც 9 სექტემბრით თარიღდება.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროს უნდა გამოუყოს.
ამასთან, კულტურის სამინისტროს მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრების მიხედვით, ძეგლის დამზადებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაევალა.