ახალი ამბები

მიხაილ როთი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს, – ამის შესახებ გერმანელი დეპუტატი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე წერს.

„მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებთან და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში“, – წერს როთი.