ახალი ამბები

სოფელ კარდენახში ღვინის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდება

5 ოქტომბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ღვინის ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალის მიზანი ღვინისა და ადგილწარმოშობის ღვინოების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა, უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობაა.

ღონისძიების სტუმრებს, ადგილობრივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოების გასინჯვის გარდა, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ: ყურძნის დაწურვაში, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებაში, კახური შოთის გამოცხობაში, მწვადის შეწვაში, სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში. ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით

ფესტივალს სასტუმრო „ამპელო“ უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის კომპანია „კარდანახი 1888“.