ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გადავსებული ნაგვის ურნები ქუჩებში

თელავში მცხოვრები მოქალაქეები ქუჩებში გადავსებული ნაგვის ურნების შესახებ საუბრობენ.

ადგილობრივები ამბობენ რომ ზაფხულში პრობლემა მეტად მწვავდება. მათი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნევა. ნაგვის ურნები გადავსებულია და საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაბლა ყრია. შექმნილი სიტუაციის გამო მათ სუნი და მწერები აწუხებთ.