მშენებლობა ისევ ძვირდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით გაიზარდა.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.8 პროცენტით. „საქსტატის“ ცნობით, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.65 და 1.95 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.