დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რთველი აქტიურ ფაზაშია
დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, რქაწითელის ჯიშის ფასს ბაზარი არეგულირებს და ამ საკითხში ვერ ჩაერევიან. რაც შეეხება საფერავს, თავად ღვინის ქარხნები ადგენენ მის ღირებულებას.
რაც შეეხება მევენახეებს, ნაწილმა ყურძნის ფასი გააპროტესტა და ქუჩებში გამოვიდა. ერთ-ერთი ბოლო აქცია ყვარელში გაიმართა. მათი განცხადებით, ამ თანხით გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებენ და ყურძენზე ფასის მომატებას ითხოვენ.
პასუხად, რთველის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ფერმერებს მოსავლის დაბინავებასა და კომპანიებთან დაკავშირებაში ეხმარებიან.