ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 სექტემბრისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში შესაძლოა, ამინდი გაუარესდეს.

„4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო), – ნათქვამია ინფორმაციაში.