თელაველი ლადო ჭინჭარაული, პარალიმპიურ თამაშებზე, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
თელაველი სპორტსმენი ლადო ჭინჭარაული, პარიზის პარალიმპიური თამაშების ვლადიმერ ჭინჭარაულმა პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
ლადო ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე R9 კატეგორიაში პნევმატური შაშხანის 50 მეტრზე სროლაში იასპარეზა და 622.4 ქულა დააგროვა. მან 25 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
პარიზის მიმდინარე პარალიმპიადაზე ეს საქართველოს ნაკრებისთვის მეოთხე მედალია