საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტის პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს
საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტის პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.
პოლიტიკური შეხედულებების გამო მიმდინარე კვირის სხდომებს არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფები: – „ლელო“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრები: არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე.
დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა.