სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 აგვისტოს 07:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყვარელში ჭავჭავაძის, ნეკრესელის, გურამიშვილის, თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ცოდნისკარი, შეერთება, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს ყვარლის რაიონის სოფლებში გრემი და ენისელი; 29 აგვისტოს 07:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახმეტის რაიონის სოფლებში ალვანი, ხევისჭალა, მატანი და მიმდებარე სოფლებში; 07:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყვარელში ჭავჭავაძის, ნეკრესელის, ჯავახიშვილის, ლაისტის და მიმდებარე ქუჩებზე; 07:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ცოდნისკარი, ვარდისუბანი, ჩადუნიანი, კართუბანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყვარლის რაიონის სოფლებში სანავარდო, გაგელაანები, კუჭატანი, გორიოელები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თელავში კვირიკე დიდის, ნინოშვილის, იყალთოელის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს საგარეჯოს რაიონის სოფლებში ხაშმი, პატარძეული და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გურჯაანის რაიონის სოფლებში ვაზისუბანი, მუკუზანი, ველისციხე და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.