Politico: ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები
“ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები”, — ამ სათაურის სტატიას Politico ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებები ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
გამოცემა იმასაც წერს, რომ ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების კანონგარეშე გამოცხადების გეგმები ქვეყნის დემოკრატიას გაანადგურებს და დასავლეთს მკაცრი რეაგირებისკენ აიძულებს.
POLITICO-სთან საუბრისას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია მმართველი პარტიის გეგმებით ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ.
“ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა სტანომ.
მისი თქმით, პლურალიზმი “ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენია“.