სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 07:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყვარელში ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, გურამიშვილის, ლაისტის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 1 სექტემბერს 07:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყვარელში გურამიშვილის, ლაისტის, ჯავახიიშვილის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 11:00 საათამდე აბონენტებს ლაგოდეხში აღმაშენებლის, ფალიაშვილის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე; 2 სექტემბერს 07:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყვარელში ჭავჭავაძის, გურამიშვილის, ჯავახიშვილის, თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დედოფლისწყაროს რაიონში ელდარში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.