ახალი ამბები

გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ჩალაუბნის მიმდებარედ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. დაშავებული ერთი მგზავრი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.