სიღნაღის ხელოვნების ფესტივალი დასრულდა
სიღნაღში ხელოვნების ფესტივალი დასრულდა, რომლის მიზანი იყო მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა.
,,ფესტივალის მიმდინარეობისას მხატვრებსა და მოქანდაკეებს ჰქონდათ ყველა პირობა საკონკურსო ნამუშევრების შესაქმნელად. გაიმართა ფოტოკონკურსიც. ფესტივალის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები. ფესტივალის პროგრამაში იყო შემოქმედებითი კონკურსი, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები”.
ფესტივალი წელს კახეთში მეორედ ჩატარდა.